logo_geo
eng_logo
ოფიციალურმა ვაშინგტონმა ამერიკიდან 12 რუსი დიპლომატი გააძევა
- +

1 მარტი. 2022. 02:42

 

 

ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების გამო, ოფიციალურმა ვაშინგტონმა ამერიკიდან 12 რუსი დიპლომატი გააძევა. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია გაეროში რუსეთის წარმომადგენლობის 12 დიპლომატზე.

 

გაეროში აშშ-ის მისიამ რუსი დიპლომატები დაახასიათა, როგორც დაზვერვის მუშაკები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ჯაშუშურ საქმიანობაში, რომელიც უარყოფითად მოქმედებს აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

 

გაეროში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიპლომატებს 7 მარტამდე სთხოვეს აშშ-ის დატოვება. მისი თქმით, რუსეთი ამ ნაბიჯს უპასუხებს, რადგან ეს დიპლომატიური პრაქტიკაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner