ნიუ იორკში უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესია გაიმართა. გენერალურმა მდივანმა თავის გამოსვლაში რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების დაუყონებლივ გაყვანა მოსთხოვა.
ასამბლეაზე გაეროში უკრაინისა და რუსეთის ელჩებიც გამოვიდნენ სიტყვით, ისმოდა ურთიერთბრალდებები. პუტინის ომს 193 წევრი ქვეყნის უმეტესობა გმობს.
რუსეთი დამნაშავეა, ბელარუსი კი დანაშაულის თანამონაწილე - ასე შეაფასა დანიის ელჩმა დღეს არსებული ვითარება. ასამბლეაზე სიტყვით გაეროში საქართველოს ელჩიც გამოვიდა.