logo_geo
eng_logo
ლევან კობიაშვილი: რამდენიმე თვის წინ შექმნილ გუნდში 30-მდე აუტიზმის მქონე ბავშვი ვარჯიშობს!
- +

7 აგვისტო. 2016. 00:09




ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი წყნეთში, ბავშვთა საფეხბურთო გუნდს შეხვდა, სადაც 30-მდე აუტიზმის მქონე ბავშვი ვარჯიშობს.


„დღეს, წყნეთში პატარა ფეხბურთელებს ვესტუმრეთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბავშვთა საფეხბურთო გუნდის "მებრძოლების" ფეხბურთელებს, მათ მშობლებს, გუნდის დამფუძნებლებსა და მწვრთნელს გულთბილი მიღებისათვის... სულ რამდენიმე თვის წინ შექმნილ გუნდში 30-მდე აუტიზმის მქონე ბავშვი ვარჯიშობს."- აღნიშნა კობიაშვილმა.



დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი წყნეთში ბავშვთა საფეხბურთო გუნდს შეხვდა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, აპრილში ჩამოყალიბდა და 30-მდე აუტიზმის მქონე ბავშვს აერთიანებს, ლევან კობიაშვილი გუნდის ვარჯიშს დაესწრო ბავშვებს საჩუქრად სრული სპორტული ეკიპირება და ბურთები გადასცა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner