logo_geo
eng_logo
ვიტალი კლიჩკო: მზად ვართ ვიბრძოლოთ და მოვკვდეთ ჩვენი სამშობლოსთვის
- +

1 მარტი. 2022. 10:21

 

 

მზად ვართ ვიბრძოლოთ და მოვკვდეთ ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, რადგან ეს ჩვენი სახლია. ეს ჩვენი მომავალია, ვიღაცას კი უნდა მოვიდეს ჩვენს სახლში და მოიპაროს ჩვენი მომავალი, - ამის შესახებ კიევის მერმა CNN-თან განაცხადა.

 

ვიტალი კლიჩკოს თქმით, ის ამაყობს უკრაინის მოქალაქეებით, რომლებიც საკუთარი სამშობლოს დასაცავად გამოვიდნენ. როგორც ის აცხადებს, უკრაინა დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის იბრძვის.

 

„ჩვენ ვხედავთ ჩვენს მომავალს, როგორც დემოკრატიულ, თანამედროვე ევროპულ ქვეყანას. არავითარი დისკუსია, ეს ჩვენი მიზანია. ჩვენ ვიბრძვით ამისთვის, ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის, ვიბრძვით ჩვენი ოცნებისთვის", - განაცხადა კლიჩკომ.

 

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner