logo_geo
eng_logo
ალექსეი რეზნიკოვი: ინტერვენციის მეხუთე დღეს რუსმა ოკუპანტებმა ვეღარ დამალეს, რომ აგონიაში არიან - როგორც უკანასკნელი მშიშრები, მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვიან
- +

1 მარტი. 2022. 10:48

 

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უწყების ხელმძღვანელის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებას ავრცელებს.

 

„ინტერვენციის მეხუთე დღეს რუსმა ოკუპანტებმა ვეღარ დამალეს, რომ აგონიაში არიან. მშვიდობიან ქალაქებზე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით ბარბაროსული თავდასხმა იმის მტკიცებულებაა, რომ მათ აღარ შეუძლიათ შეიარაღებულ უკრაინელებთან ბრძოლა. როგორც უკანასკნელი მშიშრები, მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვიან. ეს არის ომის დანაშაული, რომლიც უშუალო შემსრულებლები და ორგანიზატორები განწირულნი არიან, მთელი ცხოვრება ატარონ მკვლელების სახელი და დაიმალონ. მათ ტრიბუნალი ელით. სამართლიანი იქნება, თუ ხარკოვში სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი შეიქმნება. სხვათა შორის, სწორედ ხარკოვში 1943 წელს გაიმართა პირველი სასამართლო პროცესი, რის შედეგადაც ნაცისტები გაასამართლეს ომის დანაშაულების გამო. ახლა „ხარკოვის ტრიბუნალმა“ უნდა გაასამართლოს ჰიტლერის კრემლის მიმდევრები, რომლებმაც უკვე „აჯობეს“ მას“, - აცხადებს რეზნიკოვი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner