logo_geo
eng_logo
ალექსეი რეზნიკოვი: რუსული ვალუტა ჩვეულებრივ ქაღალდად გადაიქცევა
- +

1 მარტი. 2022. 11:13

 

 

„ეკონომიკურ ფრონტზე რუსეთმა უკვე განიცადა გამანადგურებელი ნგრევა. რუსული ვალუტა ჩვეულებრივ ქაღალდად გადაიქცევა. უკვე არსებობს პირველი აკრძალვა რუსული ნავთობის ექსპორტზე“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი.

 

მისი თქმით, ოკუპანტებთან ბრძოლისას, უკრაინელები ერთიანობას იჩენენ.

 

„უკრაინელი სკოლის მოსწავლეებიც კი, შეტევაზე გადავიდნენ და კიბერფრონტზე იბრძვიან. ასობით ათასმა ადამიანმა რუსეთში უკვე გაიგო, რომ ხელისუფლება მათ ატყუებს, რომ არ არსებობს „სპეციალური ოპერაცია“. ესაა ჩვეულებრივი აგრესიული ომი, რომელშიც ათასობით რუსიც დაიღუპა. თავად რუსეთშიც, ომისადმი წინააღმდეგობა ყოველდღე იზრდება. ამ დღეებში, უკრაინელები რუსებს აჩვენებენ, თუ როგორ განსხვავდებიან თავისუფალი ადამიანები მონებისგან, მოქალაქეები განსხვავდებიან ტირანების მონებისგან. მათ, ვინც წლების განმავლობაში იყვნენ აღფრთოვანებულნი განრისხებული მანიაკით, ამის გამოსყიდვა მოუწევთ“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner