გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომს 4 დღის განმავლობაში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
-
+
1 მარტი. 2022. 12:07
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას, 4 დღის განმავლობაში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა.
მისივე ცნობით, მსხვერპლთა შორის 7 ბავშვია.