logo_geo
eng_logo
საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი: რუსეთთან ყოვლისმომცველ ეკონომიკურ და ფინანსურ ომს წარვმართავთ - რუსეთის ეკონომიკის კოლაფსს გამოვიწვევთ
- +

1 მარტი. 2022. 12:19

 

 

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ეკონომიკური სანქციები დიდი ეფექტურობით გამოირჩევა.

 

„რუსეთთან ყოვლისმომცველ ეკონომიკურ და ფინანსურ ომს წარვმართავთ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რეჟიმს დაარტყამს, თუმცა რუსი ხალხიც გადაიხდის ფასს“, - აღნიშნა ბრუნო ლე მერმა.

 

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ეკონომიკური სანქციების ახალი პაკეტი მომზადდება.

 

„ჩვენ უკვე ვხედავთ ეფექტს. პუტინის სამხედრო ბიუჯეტი უკვე თითქმის არაფრამდეა დაყვანილი. ჩვენ რუსეთის ეკონომიკის კოლაფსს გამოვიწვევთ“, - აღნიშნა ბრუნო ლე მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner