logo_geo
eng_logo
ბუნდესტაგის დეპუტატი: არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ომი გაგრძელდეს უკრაინაში
- +

1 მარტი. 2022. 13:12

 

 

გერმანიის ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ელის ვეიდელის განცხადებით, გერმანიას შეუძლია, გახდეს შუამავალი “უსაფრთხო ევროპული არქიტექტურის” შესაქმნელად. თუმცა ამისთვის, თავდაპირველად, გერმანიამ რეპუტაცია უნდა აღიდგინოს, რომელიც ამ კრიზისის გაღრმავების ხელის შეწყობით დაიზიანა.

 

შესაბამისი განცხადება ვეიდელმა ბუნდესტაგში, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„არ შეიძლება, ხელიდან გავუშვათ შესაძლებლობა შევქმნათ, უსაფრთხო ევროპული არქიტექტურა, ყოველგვარი დაყოფის გარეშე დასავლეთად და აღმოსავლეთად და გერმანიამ ამაში შუამავლის როლი უნდა ითამაშოს. რა თქმა უნდა, ამისთვის ჯერ უნდა შევძლოთ და ისევ დავიმსახუროთ ნდობა, რათა ისევ გავხდეთ სუვერენული ქვეყანა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ომი გაგრძელდეს უკრაინაში“, – განაცხადა ბუნდესტაგის დეპუტატმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner