logo_geo
eng_logo
„სანქციები ვერ დაასრულებს ომს უკრაინაში“ – ელის ვეიდელის გამოსვლა ბუნდესტაგში
- +

1 მარტი. 2022. 13:20

 

 

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერის, ელის ვეიდელის განცხადებით, ის სანქციები, რაც რუსეთის წინააღმდეგაა დაწესებული, თავის საქმეს ვერ აკეთებს და მხოლოდ გერმანიას აზიანებს.

 

„სანქციები დააზიანებს გერმანიას იმის მაგივრად, რომ იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ. სანქციები ვერ დაასრულებს ომს უკრაინაში. ისინი მხოლოდ იმისთვისაა, რომ შექმნას ილუზია, თითქოს, ჩვენ რამეს ვაკეთებთ.

 

ჩვენ ვთქვით უარი ატომურ ენერგიაზე, რითაც საკუთარი თავი გავხადეთ ფატალურად დამოკიდებული რუსულ გაზზე. ჩვენ მისი ბუნებრივი აირის გარეშე გავძლებთ, თუმცა, ძალიან ცოტა ხანს, ასტრონომიული ფასებით და ესეც საეჭვოა, საერთოდ თუ შევძლებთ. ამ დროს კი გერმანიის მთავრობა გვეუბნება, რომ ჩვენ მზად ვართ და გადავიხდით ამ ძალიან მაღალ ეკონომიკურ ფასს. მაგრამ აუცილებლად უნდა ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ სწორედ გერმანელი ხალხის გადასახადი იქნება ეს ძალიან მაღალი ფასი“, – თქვა ელის ვეიდელმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner