logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: სააკაშვილს მოუწევს 5 წელი სასჯელის მოხდა და ზელენსკის ერთი ნაბიჯი აკლია უკრაინული ოცნების ასასრულებლად
- +

1 მარტი. 2022. 13:39

 

 

„ზელენსკიმ მთელი მსოფლიო ააწრიალა, პროვოკაციას არ აჰყოლია და თავდაცვა გააძლიერა. ახლა, როდესაც უკრაინა გმირულად იბრძვის პირდაპირ მიმართა ევროკავშირს წევრობაზე! მიშას საქციელზე ისიც მეტყველებს, რომ ომიდან ერთ თვეში კაპიტულანტურ რეზოლუციას მოაწერა ხელი, სადაც საქართველო დაადანაშაულა“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.

 

„ვააჰ, რა საგიჟეთია... გაეშვით ამ სააკაშვილის რეინკარნაციას, მაგას თავისი ეყოფა... თან დღევანდელობა საერთოდ ვერ გამოდგება, მისი და ზელენსკის ერთ სიბრტყეში დაყენების მაგალითად... ზელენსკიმ მთელი მსოფლიო ააწრიალა, პროვოკაციას არ აყოლია და თავდაცვა გააძლიერა. ახლა, როდესაც უკრაინა გმირულად იბრძვის პირდაპირ მიმართა ევროკავშირს წევრობაზე! მიშას საქციელზე ისიც მეტყველებს, რომ ომიდან ერთ თვეში კაპიტულანტურ რეზოლუციას მოაწერა ხელი, სადაც საქართველო დაადანაშაულა და მთელ ქვეყანას გამარჯვებად შემოგვასაღა... მოკლედ, სააკაშვილს მოუწევს 5 წელი სასჯელის მოხდა და ზელენსკის ერთი ნაბიჯი აკლია უკრაინული ოცნების ასასრულებლად“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner