logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: პუტინი უკრაინის გატეხვას ვერ ახერხებს - სიბრაზის გამო, ის უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის, უდანაშაულო მოქალაქეებს კლავს
- +

1 მარტი. 2022. 14:14

 

 

„ვლადიმირ პუტინი უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის, უდანაშაულო ადამიანებს კლავს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

 

„ბარბაროსული რუსული სარაკეტო დარტყმები ცენტრალურ თავისუფლების მოედანსა და ხარკოვის საცხოვრებელ უბნებზე. პუტინი უკრაინის გატეხვას ვერ ახერხებს. სიბრაზის გამო, ის უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის, კლავს უდანაშაულო მოქალაქეებს. მსოფლიოს შეუძლია და უფრო მეტი უნდა გააკეთოს. გაზარდეთ ზეწოლა, მოახდინეთ რუსეთის სრული იზოლაცია!“ - დაწერა დმიტრო კულებამ Twitter-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner