logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ბოროტება, შეიარაღებულო რაკეტებით, ბომბებითა და არტილერიით, სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს! ეკონომიკურად უნდა განადგურდეს!
- +

1 მარტი. 2022. 14:18

 

 

„რუსული ძალების სარაკეტო არტილერიის ხარკოვზე სასტიკი დარტყმა ყველა შეთანხმებას არღვევს. მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ადამიანების დახოცვას. აქაა უკრაინა, აქაა ევროპა, აქაა 2022 წელი. ბოროტება, შეიარაღებულო რაკეტებით, ბომბებითა და არტილერიით, სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს! ეკონომიკურად უნდა განადგურდეს! უნდა ვაჩვენოთ, რომ კაცობრიობას შეუძლია საკუთარი თავის დაცვა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ბრიფინგზე.

 

ზელენსკი დღევანდელ ფაქტს სამხედრო დანაშაულს უწოდებს.

 

„მშვიდობიანი ქალაქი მშვიდობიანი მოსახლეობით... და არა სამხედრო ობიექტი. მრავალმა თვითმხილველმა გადაიღო მტკიცებულება, რომ ეს არ ყოფილა მომდევნო ცალკეული სროლა. ესაა ადამიანების განზრახ განადგურება. რუსებმა იცოდნენ, სად ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის, აუცილებლად იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი. ესაა ყველა შეთანხმების დარღვევა. მსოფლიოში არავინ გაპატიებთ ამ მშვიდობიანი უკრაინელი ადამიანების დახოცვას. აქაა უკრაინა, აქაა ევროპა, აქაა 2022 წელი. ბოროტება, შეიარაღებულო რაკეტებით, ბომბებითა და არტილერიით, სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს! ეკონომიკურად უნდა განადგურდეს! უნდა ვაჩვენოთ, რომ კაცობრიობას შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. ქვეყანა, რომელიც მოქალაქეთა მიმართ სამხედრო დანაშაულს სჩადის, არ შეიძლება, იყოს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი. ამ ქვეყნისთვის მსოფლიოს ყველა პორტი, არხი, აეროპორტი უნდა დაიხუროს. ასეთი ქვეყანა არ უნდა იღებდეს ათასობით მილიარდს ენერგორესურსების ექსპორტით. ახლა, რუსული საქონლის შეძენა ნიშნავს ადამიანების მკვლელობაში ფულის გადახდას“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

დღეს ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს. დაბომბვისას დაშავებულთა შორის ბავშვიცაა. დაღუპულთა რაოდენობა დგინდება

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner