logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ზელენსკიმ მოახდინა საკუთარი მოსახლეობის სრული მობილიზაცია, სააკაშვილმა კი იგნორირება გაუკეთა ვეტერანებს, მებრძოლებს და მოხალისეები საერთოდ უარყო
- +

1 მარტი. 2022. 14:23

 

 

„ზელენსკი სატელევიზიო ჩართვებს აკეთებს არა შარვალ-კასტუმში და ჰალსტუხში გამოწყობილი, არამედ რიგითი მებრძოლის ტანსაცმელში, სააკაშვილი კი პირდაპირი ეთერის წინ ჰალსტუხს ჭამდა“, - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში და ერთმანეთს ადარებს ვოლოდიმირ ზელენსკის და მიხეილ სააკაშვილს.

 

როგორც გია გაბრიჭიძე აღნიშნავს, ზელენსკიმ კრეშჩატიკზე უაზრო კონცერტის ნაცვლად პირდაპირ მიმართა ევროკავშირს გაწევრიანების მოთხოვნით.

 

„მართლა საოცარია იმ ხალხის ლოგიკა, რომლებიც ერთდროულად ზელენსკითაც არიან აღფრთოვანებულნი (რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები) და მეორეს მხრივ „რა დროშა მოგვცა მიშამო“ მღერიან. ზელენსკიმ ომის დაწყებამდე ფაქტობრივად მაქსიმალური ააფორიაქა მთელი დასავლური სამყარო, ანუ უხეშად რომ ვთქვა არ მოასვენა არც ერთი ლიდერი. მოახდინა საკუთარი მოსახლეობის სრული მობილიზაცია. მწყობრში მოიყვანა ვეტერანები, იარაღი დაურიგა მცოდნე ადამიანებს. აამაღლა ეროვნული სული და ღირსება. სააკაშვილმა კი საერთოდ იგნორირება გაუკეთა ვეტერანებს, ნამდვილ მებრძოლებს და მოხალისეები საერთოდ უარყო. ზელენსკი სატელევიზიო ჩართვებს აკეთებს არა შარვალ-კასტუმში და ჰალსტუხში გამოწყობილი, არამედ რიგითი მებრძოლის ტანსაცმელში (დამერწმუნეთ, ამას ხალხისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს), სააკაშვილი კი პირდაპირი ეთერის წინ ჰალსტუხს ჭამდა. კრეშჩატიკზე უაზრო კონცერტის ნაცვლად ზელენსკიმ პირდაპირ მიმართა ევროკავშირს გაწევრიანების მოთხოვნით, სააკაშვილმა კი დახმარებისთვის გაეროს უშიშროების საბჭოსაც არ მიმართა და რუსთაველზე გამარჯვება იზეიმა. ზელენსკის ხელისუფლების ჩინოსნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაქსიმალური ძალისხმევით იბრძვიან, სააკაშვილის ჩინოსნები კი გენერალი ბორისოვის მძღოლებად გადანაწილდნენ. კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება, მაგრამ ნერვები მეშლება და არ მინდა თქვენც აგიშალოთ. მაპატიეთ, მაგრამ არ მესმის იმ ხალხის, არაფრით არ მესმის და ალბათ ვერასოდეს ვერ გავიგებ“, - წერს გია გაბრიჭიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner