logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: ნეტავ რა ნიშნით ადარებენ ამ ორ პრეზიდენტს ერთმანეთს, იმით ხომ არა, მიშამ ორ დღეში კაპიტულაციას რომ მოაწერა ხელი...
- +

1 მარტი. 2022. 14:24

 

 

„მინდა მივმართო „ნაცმოძრაობას“, ფუჭია მიშას რეინკარნაციაზე ყველა თქვენი მცდელობა. მიშა არ „პრავდება“, – წერს facebook-მომხმარებელი ნინო ფოჩხუა.

 

„პარალელების გავლება საქართველოსა და უკრაინის ომებს შორის აბსურდია, ისევე როგორც აბსურდია მიშასა და ზელენსკის შედარება. ნეტავ რა ნიშნით ადარებენ ამ ორ პრეზიდენტს ერთმანეთს, იმით ხომ არა, მიშამ 2008 წელს, ორ დღეში კაპიტულაციას რომ მოაწერა ხელი, შემდეგ გრეგორ ვაშაძის პირით შეუთვალა პუტინს, მიეცა თანხმობა კონცერტის ჩატარებაზე, საქართველოს კულტურის დღეების ეგიდით, მაშინ როცა გამალებული ომის პირობებში, ზელენსკიმ მიმართა ევროკავშირს წევრობაზე. იმით ხომ არა, რომ სააკაშვილმა, ომის დაწყებამდე, გაეროს უშიშროების საბჭოსაც კი არ მიმართა დასახმარებლად, მაშინ როცა ზელენსკიმ მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა, ამიტომაც დაუდგა მთელი ცივილიზებული სამყარო უკრაინას გვერდით. მინდა მივმართო „ნაცმოძრაობას“, ფუჭია მიშას რეინკარნაციაზე ყველა თქვენი მცდელობა. მიშა არ „პრავდება“, – წერს ფოჩხუა facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner