logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: რომ არა პატრიარქი, ის გვამებიც არ იქნებოდა დღეს მიწას მიბარებულები!
- +

7 აგვისტო. 2016. 01:16



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართავს და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ახსენებს:



„აიი იმ ნაცების და მათი მხარდამჭერების საყურადღებოდ გმირი ანწუხელიძის და შინდისელი ბიჭების ფოტოებს რომ აზიარებთ და ყაყაჩოებს გადმოფენთ თქვენს კედლებზე გლოვის ნიშნად, ვის ამეტებთ თავებს? რომელ ომზე საუბრობთ? შეშინებული მთავარსადალი რომ გამოდიოდა ტელევიზიით და ჩანგლებით დავიცვათ თავიო ბაქრაძე რომ მოგვიწოდებდა? თუ იმ თავდაცვის მინისტრზე გვესაუბრებით, ჯარი რომ მიატოვა და ნახევრად შიშველი, მშიერი ჯარისკაცები ფეხით მოდიოდნენ ტყე ტყე გორიდან ნაწილისკენ?!

 

დიახ! არ ყავდა ხელისუფლება იმ დროს საქართველოს, მას არ უზრუნია ქვეყნის უსაფრთხოებაზე, არც უცდია დიპლომატიური გზით ომის აცილება, თორემ მერე დაწყებულ ომში ყველა ვაჟკაცი ქართველი იბრძოდა, მათ შორის ჩემი ძმაც! არავინ დამალულა ჩირგვებში და შეწირა ზვარაკად უწვერულვაშო ბიჭები ხელისუფლებამ, ჩააბარა 200 სოფელი და დღეს ჩვენ გვეძახიან ტიტუშკებს! ერთი ბეწვი რატომ არ ჩამოუვარდა რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელს? ერთი განაკაწრი მაინც დაგვენახა მათ ბეჭებზე, თქვენს მიერ ამოხოცილი ბიჭების სახელით იწონებთ ისევ თავს და რომ არა პატრიარქი, ის გვამებიც არ იქნებოდა დღეს მიწას მიბარებულები!

 

უტიფრები ხართ თქვენ და საკადრისი პასუხი ვერ გაგცათ ქართველმა ერმა!"- აღნიშნავს ჯღარკავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner