ოთო სტეფანიშვილი: იმათ გასაგონად, ვინც უკმაყოფილოა, რომ ქართველი მოხალისეები არ გაუშვეს თვითმფრინავით!
-
+
1 მარტი. 2022. 14:04
საინფორმაციო სააგენტო „მარშალპრესის“ დამფუძნებელი ოთო სტეფანიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მოკლედ, იმათ გასაგონად, ვინც უკმაყოფილოა იმით, რომ ქართველი მოხალისეები აეროპორტიდან არ გაუშვეს თვითმფრინავით!
- რუსეთი აუცილებლად ჩამოაგდებდა მებრძოლებით სავსე ამ თვითმფრინავს!
- თვითმფრინავის აფრენა, რომელშიც მებრძოლები იქნებოდნენ, ნიშნავდა იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩაერთო რუსეთთან ომში.
- ვისაც მართლა უნდა წასვლა, შეუძლია დეკლარირების და ტელეკამერებთან ტრაკის თამაშის გარეშე წავიდეს იგივე ტურისტულად!
აქ სულელი არავინ არაა და ასეთ იაფფასიან პროვოკაციებზე ნუ აჟღურტულდებით ხოლმე ზოგიერთები“, - წერს ოთო სტეფანიშვილი.