logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: დღეს უკრაინა ცივილიზებული სამყაროს საზღვრებს იცავს - თუ უკრაინა დაეცემა, არავინ იცის, სად გაჩერდება რუსეთი
- +

1 მარტი. 2022. 16:54

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტს მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინელები თავისუფლების დასაცავად უმაღლეს ფასს იხდიან.

 

„ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ადამიანები იღუპებიან. ყველაზე ძლიერები. უკრაინელები წარმოუდგენლები არიან. უკრაინელები თავიანთი მიწისა და თავისუფლებისთვის იბრძვიან. ვერავინ ჩაერევა ჩვენს თავისუფლებასა და ქვეყანაში. ვერავინ გაგვტეხს. ჩვენ ძლიერები ვართ. ჩვენ უკრაინელები ვართ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროკავშირმა უნდა დაამტკიცოს, რომ უკრაინის გვერდით დგას.

 

„დღეს უკრაინა ცივილიზებული სამყაროს საზღვრებს იცავს. თუ უკრაინა დაეცემა, არავინ იცის, სად გაჩერდება რუსეთი“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

 

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა ტერორისტულ აქტად და ომის დანაშაულად შეაფასა.

 

„გვსურს ჩვენი შვილები ცოცხალი ვიხილოთ. ვფიქრობ, ეს სამართლიანია. ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ვიყოთ ევროპის თანაბარი წევრები. ჩვენ ზუსტად ისეთივე ვართ, როგორიც თქვენ ხართ. ასე რომ დაამტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ. დაამტკიცეთ, რომ თქვენ ნამდვილად ევროპელები ხართ და მაშინ სიცოცხლე სიკვდილზე და სინათლე სიბნელეზე გაიმარჯვებს. დიდება უკრაინას“, - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner