logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სანქციები არ დააწესა მოლდოვამ, თურქეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა, რატომღაც მხოლოდ ჩვენზე „გაბრაზდა“ ზელენსკი, ხომ არ ხდება სააკაშვილის მეხუთე კოლონის გააქტიურება საქართველოში?
- +

1 მარტი. 2022. 17:21

 

 

„საქართველოდან მოხალისეების გაგზავნის ორგანიზების ნაწილში, იყო მცდელობა, რომ ჩვენ სამხედრო კონფლიქტში ჩავრთულიყავით. საქართველო ვერ ჩაერთვება სამხედრო კონფლიქტში და საღად მოაზროვნეებმა აქაც და უცხოეთშიც ეს იციან. ყალბი, ურაპატრიოტული ლოზუნგები არაფრის მომცემია! დღეს გმირობაა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენა და სტაბილურობის შენარჩუნება!“ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

 

მისი თქმით, ყალბი, ურაპატრიოტული ლოზუნგები არაფრის მომცემია, დღეს გმირობაა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენა და სტაბილურობის შენარჩუნება.

 

„უკრაინასთან დაკავშირებით, სანქციები არ დააწესა მოლდოვამ, თურქეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა. რატომღაც მხოლოდ ჩვენზე „გაბრაზდა“ ზელენსკი.

 

საქართველოდან მოხალისეების გაგზავნის ორგანიზების ნაწილში, იყო მცდელობა, რომ ჩვენ სამხედრო კონფლიქტში ჩავრთულიყავით. საქართველო ვერ ჩაერთვება სამხედრო კონფლიქტში და საღად მოაზროვნეებმა აქაც და უცხოეთშიც ეს იციან. ყალბი, ურაპატრიოტული ლოზუნგები არაფრის მომცემია! დღეს გმირობაა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენა და სტაბილურობის შენარჩუნება! ზელენსკის უგუნურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იბადება ლეგიტიმური შეკითხვები: ვინ ურჩია ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმა? უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებულმა სააკაშვილისა და ადეიშვილის კრიმინალებმა ხომ არა? ნებსით თუ უნებლიეთ ხომ არ ხდება სააკაშვილის მეხუთე კოლონის გააქტიურება საქართველოში? რამდენიმე დღის წინ ზელენსკიმ „ტვიტერში“ ჩვენზე დაწერა და რა ზუსტად მიესადაგება მასვე ეს - მართლაც არის დრო, როდესაც მოქალაქეები მთავრობა არ არიან, მაგრამ მთავრობაზე უკეთესები არიან... დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner