logo_geo
eng_logo
ლევან ვეშაპიძე: ქართველი მოხალისეები უკრაინაში მაინც ჩავიდნენ, ასე რომ, უკრაინიდან სპეციალური თვითმფრინავის გამოგზავნა მოხალისეების წასაყვანად იყო გარკვეული პროვოკაციაც კი
- +

1 მარტი. 2022. 17:47

 

 

„მოხალისეები უკრაინის ომში წასასვლელად ევროპის ქვეყნებიდანაც მიდიან, მაგრამ არ მიდიან სამთავრობო თვითმფრინავებით და უკრაინიდან სპეციალურად გაგზავნილი ლაინერებით“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ხმების“ სოლისტი ლევან ვეშაპიძე წერს.

 

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა მორიგ არამეგობრულ ნაბიჯადაც შეიძლება ჩაითვალოს.

 

„ახლა ერთ არაპოპულარულ რამეს დავწერ, თუმცა პრაგმატულს და ჩემ აღშფოთებულ „ფრენდებს“ გთხოვთ, ყურადღება მაგას მიაქციოთ. მოხალისეები უკრაინის ომში წასასვლელად ევროპის ქვეყნებიდანაც მიდიან, მაგრამ არ მიდიან სამთავრობო თვითმფრინავებით და უკრაინიდან სპეციალურად გაგზავნილი ლაინერებით. ძირითადად თავის „ხოდით“ მიდიან, თუნდაც საკუთარი ხელისუფლებების ფარული დაფინანსებით. ეს ქართველი მოხალისეები როგორც ყველამ ვნახეთ, უკრაინაში მაინც ჩავიდნენ. ასე რომ, უკრაინიდან სპეციალური თვითმფრინავის გამოგზავნა მოხალისეების წასაყვანად იყო გარკვეული პროვოკაციაც კი უკრაინის მთავრობის მხრიდან. მე თუ მკითხავთ, მორიგი არამეგობრული ნაბიჯიც კი (პირველი ის იყო, აქ ძებნილი კაცი რომ იქ მაღალ თანამდებობაზე დასვეს და მერე რომ ვითომ შემთხვევით გამოეპარათ მაცივრით). ჩვენც გვყავდა მაგის გამო ელჩი გამოწვეული უკრაინიდან და თან კაი ხანი დაწყნარდით. დალაგდება ყველაფერი“, - წერს ლევან ვეშაპიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner