logo_geo
eng_logo
ალექსეი რეზნიკოვი: ბევრი მათგანი, ვინც კიევის აღებას 2-3 დღეში ელოდა, უკვე ჯოჯოხეთშია
- +

1 მარტი. 2022. 17:50

 

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებას ავრცელებს.

 

„ბევრი მათგანი, ვინც კიევის აღებას 2-3 დღეში ელოდა, უკვე ჯოჯოხეთშია. იარაღი მაგრად დავიჭიროთ! ჩვენ ვაგრძელებთ წინააღმდეგობას! დიდება უკრაინას!“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

რეზნიკოვი მოსახლეობას რუსეთის მხრიდან დაგეგმილი დეზინფორმაციის კამპანიის შესახებ ავრცელებს.

 

„არსებული მონაცემებით, რუსი ოკუპანტები უახლოეს მომავალში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციის დასაწყებად ემზადებიან. მისი მიზანია უკრაინელი ხალხისა და უკრაინული არმიის წინააღმდეგობის გატეხვა ტყუილის დახმარებით. გავრცელდება ბევრი ყალბი ინფორმაცია, რომ, თითქოს, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დანებებას დათანხმდა. სავარაუდოდ, გავრცელდება „ხელმოწერილი დოკუმენტები“, ასევე დამუშავებული ყალბი ვიდეოები. ეს იქნება სიცრუე. გააფრთხილეთ ამის შესახებ ყველა, ვისი გაფრთხილებაც შეგიძლიათ. ბევრი, ვინც კიევის აღებას 2-3 დღეში ელოდა, უკვე ჯოჯოხეთშია“, - ამბობს მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner