logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: საქართველოს ხელისუფლებამ ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით, ყოველგვარი დათქმის გარეშე დაადასტურა, რომ მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს
- +

1 მარტი. 2022. 18:29

 

 

„საქართველოს ხელისუფლებამ რომ თავის მოქალაქეებს პირდაპირ, დეკლარირებულად მისცეს უფლება, გაემგზავრონ უკრაინაში საომრად, ეს ნიშნავს ომში ჩართვას. ეს იქნებოდა ძალიან სახიფათო და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება,“ - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„მართალი გითხრათ, არ მგონია, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება სწორია ან უკრაინას რამეში დაეხმარება, მაგრამ ნამდვილად არ არის კარგი დრო, რომ ახლა ამ გადაწყვეტილების ავკარგიანობაზე ვიმსჯელოთ. ჩემი შემოთავაზებაა, რომ ამ თემაზე თავისუფალ რეჟიმში არ ვისაუბროთ. ობიექტურობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამ ნაბიჯის გადადგმა არ არის რელევანტური ან უკრაინისთვის რაიმე თვალსაზრისით სასარგებლო, ისევე როგორც საქართველოსთვის. საქართველოს ხელისუფლებამ ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით, ყოველგვარი დათქმის გარეშე დაადასტურა, რომ მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, რასაც ყოველდღე ვამბობთ. ოღონდ ეს კეთდება არა მხოლოდ განცხადებების დონეზე, არამედ საქმითაც, რამდენადაც შეგვიძლია, მაგრამ არის საკითხები, რის უფლებასაც თავს უბრალოდ ვერ მივცემთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველამ გაითვალისწინოს. საქართველოს ხელისუფლებამ რომ თავის მოქალაქეებს პირდაპირ, დეკლარირებულად მისცეს უფლება, გაემგზავრონ უკრაინაში საომრად, ეს ნიშნავს ომში ჩართვას. ეს იქნებოდა ძალიან სახიფათო და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. საქართველოს შესაბამისი დაწესებულებების მხრიდან მოთხოვნილი იყო დასტური იმაზე, რომ მოხალისეები წასულიყვნენ იქ. ასეთ დროს ხელისუფლების მხრიდან თავშეკავება არის ერთადერთი რამ, რაც სჭირდება ცივილიზებულ სამყაროს. არა მგონია, ამ ვითარებაში საქართველოს წინააღმდეგ პრეტენზიების წაყენება მართებული იყოს. როცა ამ საკითხებს ვაფასებთ, არ შეიძლება ნატოს რომელიმე წევრის მიერ გადადგმული ნაბიჯები და საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ერთგვაროვან კონტექსტში განიხილებოდეს - სულ სხვა რისკების მოცემულობა გვაქვს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner