logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: პირადად ჩემი მოსაზრებით, ევროკავშირის წევრობის საკითხზე კონსულტაციების წარმართვა ჩვენი ქვეყნისთვის პირველი პრიორიტეტია
- +

1 მარტი. 2022. 18:29

 

 

„ვხედავთ, თუ რამდენად დიდი პოტენციალი შეიძლება იყოს უკრაინა ამ საკითხის დაჩქარებულად განხილვის თვალსაზრისით. ეს რასაკვირველია აჩენს გარკვეულ პერსპექტივებს და ჩვენი მხრიდან იგივე კითხვების დასმის შესაძლებლობას, რომ რამდენად შეიძლება ამ შემთხვევაში საქართველოც მოიაზრებოდეს, „- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უკრაინამ უკვე დააინიცირა დოკუმენტი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, ჩვენ რა ეტაპზე ვართ ამ მიმართულებით“.

 

„ახლახან გაიმართა ბიუროს სხდომა, სადაც მაკა ბოჭორიშვილმა წარმოადგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც უშუალოდ ამ საკითხებს ეხება და ჩვენ გვექნება მთელი შემდგომი პერიოდის განმავლობაში აქტიური კონსულტაციები. ამ საკითხის პრეზენტაციისას აღინიშნა ასევე, რომ ვმუშაობთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი უკრაინა, ვხედავთ თუ რამდენად დიდი პოტენციალი შეიძლება იყოს ამ საკითხის დაჩქარებულად განხილვის თვალსაზრისით. ეს რასაკვირველია აჩენს გარკვეულ პერსპექტივებს და ჩვენი მხრიდან იგივე კითხვების დასმის შესაძლებლობას, რომ რამდენად შეიძლება ამ შემთხვევაში საქართველოც მოიაზრებოდეს. ბუნებრივია, ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას იგივე განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებით, ისე რომ არ გვქონდეს კონსულტაცია გავლილი საერთაშორისო პარტნიორებთან. მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები და კონსულტაციები, მათ შორის რა თქმა უნდა აღმასრულებელ ხელისუფლების აქტიური ჩართულობით და ამაში ჩართულია საპარლამენტო დელეგაციებიც. პირადად ჩემი მოსაზრება გახლავთ ის, რომ ეს არის შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი, ამ თემებზე კონსულტაციების წარმართვა. ამ მიმართულებით ძალიან კარგი პერსპექტივები შეიძლება ჩნდებოდეს ჩვენთვის, რომელსაც რა თქმა უნდა გამოყენება უნდა. ეს შანსები სრულიად სახელდახელოდ გაჩნდა და შემიძლია ვთქვა, რომ სტანდარტული მიმდინარეობა როგორიც იყო და გეგმა რაც იყო, იგივე ასოცირების შეთანხმების მიხედვით, ეს შეცვლის დღის წესრიგს. ბევრ პროცესს დააჩქარებს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner