logo_geo
eng_logo
პოლონეთის პრეზიდენტი: უკრაინაში თვითმფრინავებს არ ვაგზავნით, რადგან ეს უკრაინის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას გამოიწვევს - ნატო არ არის ამ კონფლიქტის მხარე
- +

1 მარტი. 2022. 18:42

 

 

„ჩვენ უკრაინაში თვითმფრინავებს არ ვაგზავნით, რადგან ეს უკრაინის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას გამოიწვევს“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

„უკრაინაში თვითმფრინავებს არ ვაგზავნით, რადგან ეს უკრაინის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას გამოიწვევს. ჩვენ არ ვუერთდებით ამ კონფლიქტს. ნატო არ არის ამ კონფლიქტის მხარე. ჩვენ არ ვაპირებთ თვითმფრინავების გაგზავნას უკრაინის საჰაერო სივრცეში“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

 

თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს მოკავშირეები უკრაინისთვის სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარებას უზრუნველყოფენ, მათ შორის მატერიალური დახმარება, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა სახის სამხედრო აღჭურვილობა, ჰუმანიტარულ დახმარება და ასევე ფინანსური მხარდაჭერა.

 

„თუმცა, ნატო არ უნდა იყოს კონფლიქტის ნაწილი. ნატო არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში ან თვითმფრინავების გადაყვანას უკრაინის საჰაერო სივრცეში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner