საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მხოლოდ ფაქტები:
2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინამ ელჩი არ გაიწვია... რუსეთიდან! ბოლო დრომდე უკრაინაში მუშაობდა რუსეთის საელჩოც!
ვიმეორებ:
უკრაინას თავისი ელჩი არ გაუწვევია მოსკოვიდან და უკრაინას რუსეთის ელჩი არ გაუძევებია კიევიდან! არც პოროშენკოს და არც ზელენსკის ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ!
დღეს ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია: „ვიძახებთ კონსულტაციებზე უკრაინის ელჩს საქართველოში, რადგან მოხალისეები არ გამოუშვეს, ასევე სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“! ეს ნორმალურია?!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.