ბულგარეთის პრემიერმინისტრმა, კირილ პეტკოვმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი ქვეყანა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს – მიგ-20 ტიპის გამანადგურებლებს, და სუ-25-ის ტიპის მოიერიშეებს.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული თვითმფრინავები, „საკუთარი ცის დასაცავად არასაკმარისია, შესაბამისად, მათი გადაცემა - სრული აბსურდია”.
მისივე თქმით, გავრცელდა კიდევ ერთი ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ბულგარეთი უკრაინაში ჯარისკაცებს გზავნის, ესეც ეს შეესაბამება სიმართლეს”.
უკრაინისთვის ბულგარული თვითმფრინავების გადაცემის შესახებ ინფორმაცია გუშინ, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების პრესსამსახურმა გაავრცელა.