logo_geo
eng_logo
ბულგარეთის პრემიერი: უკრაინაში არც საბრძოლო თვითმფრინავებს, და არც ჯარისკაცების გაგზავნას არ ვგეგმავთ
- +

1 მარტი. 2022. 19:57

 

 

ბულგარეთის პრემიერმინისტრმა, კირილ პეტკოვმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი ქვეყანა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს – მიგ-20 ტიპის გამანადგურებლებს, და სუ-25-ის ტიპის მოიერიშეებს.

 

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული თვითმფრინავები, „საკუთარი ცის დასაცავად არასაკმარისია, შესაბამისად, მათი გადაცემა - სრული აბსურდია”.

 

მისივე თქმით, გავრცელდა კიდევ ერთი ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ბულგარეთი უკრაინაში ჯარისკაცებს გზავნის, ესეც ეს შეესაბამება სიმართლეს”.

 

უკრაინისთვის ბულგარული თვითმფრინავების გადაცემის შესახებ ინფორმაცია გუშინ, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner