logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: 5 დღეა არ მძინავს. ზელენსკი არაა ჩემთვის უკრაინა. ყველაფერი გაირკვევა, შიგნითაც, გარეთაც
- +

1 მარტი. 2022. 20:08

 

 

„ახლა მიპასუხეთ, ბელარუსიდან ელჩი არ გაუწვევია. რატომ? თურქეთიდან, ისრაელიდან, უნგრეთიდან? ყირგიზეთმა აგრესია გაამართლა. ჩვენ და ყირგიზეთი გააიგივა. რატომ? პოლონეთიდან გაიწვია ელჩი? არა. რატომ? ჩვენ ყირიმის პლატფორმას შევუერთდით, რისკის ფასად? სანქციებს შევუერთდით? კი. დაგვიფასდა? არა. არაუშავს. დღეს ომში არიან“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

 „ამ განცხადების ფორმა მოგწონთ? დიპლომატიურია? კარგად მოუსმინეთ, რას ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი ნატოს გენმდივნის თანდასწრებით: პოლონეთი ეხმარება მხოლოდ ჰუმანიტარულად, არ გაგზავნის სამხედრო თვითმფრინავებს, ნატო არაა კონფლიქტის მხარე.

 

პოლონეთზეა საუბარი, ნატოს წევრზე. რატომ გააკეთა ასეთი განცხადება? იმდენს თუ ხვდებით, რომ ცოცხალი ძალის გაგზავნა და ტექნიკის გაგზავნა ერთი და იგივეა? იცით? ომი თუ გინდათ, გამოდით და თქვით, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.

 

ახლა მიპასუხეთ, ბელარუსიდან ელჩი არ გაუწვევია. რატომ? თურქეთიდან, ისრაელიდან, უნგრეთიდან? ყირგიზეთმა აგრესია გაამართლა. ჩვენ და ყირგიზეთი გააიგივა. რატომ? პოლონეთიდან გაიწვია ელჩი? არა. რატომ? ჩვენ ყირიმის პლატფორმას შევუერთდით, რისკის ფასად? სანქციებს შევუერთდით? კი. დაგვიფასდა? არა. არაუშავს. დღეს ომში არიან.

 

5 დღეა არ მძინავს. ზელენსკი არაა ჩემთვის უკრაინა. ყველაფერი გაირკვევა, შიგნითაც, გარეთაც“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner