რუსი ოკუპანტების მიერ მოწყობილი მორიგი ტრაგედია - გოსტომელში, მას შემდეგ, რაც რუსული ბომბი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, მოყვარული ფეხბურთელი დმიტრი მარტინენკო დედასთან ერთად გარდაიცვალა.
„დიმა მარტინენკო და მისი დედა გარდაიცვალნენ. სახლს რუსული ბომბი მოხვდა. დაიღუპა ლუგანსკის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი, რომელიც „გოსტომელის“ მოთამაშე და მეორე ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე იყო“, – იტყობინება ფეისქბუკგვერდი „კიევი-სვიატოშინსკის ფეხბურთი“.
მარტინენკო 25 წლის იყო. ლუგანსკის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი თამაშობდა ნახევარმცველად და მეორე ლიგის ერთ-ერთი ზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.