„საკმაოდ არასასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო ზელენსკიმ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენი გულითადი დამოკიდებულება და პოზიცია უკრაინის მხარდაჭერის მიმართ არ იცვლება“, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ განაცხადა.
„ყველაფერი შედარების საკითხია, როცა ანალოგიურ და ცოტა უარეს პოზიციაში მყოფ სახელმწიფოებზე რეაგირება არ ჰქონიათ და საქართველოს მიმართ არის ასეთი მიდგომა. ეს მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო, რომ ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკური ლობიზმის შედეგია. მე ვერ შევალ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეფასებაში, იმიტომ რომ ის ფრონტის წინა ხაზზეა და უფრო მძიმე პროცესების მონაწილეა. ამ ყველაფრის საფუძველი იყო მოხალისეებთან დაკავშირებული საკითხი – ჩემი პოზიციაა, რომ ვისაც წასვლა უნდოდა, დამიჯერეთ, ყველა წავიდა“, – აღნიშნა კობალაძემ.