logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: თითქმის 10 წელი ცოტა არაა. თუმცა, სააკაშვილის დროს იმავე დანაშაულებზე 110-ს მიუსჯიდნენ
- +

1 მარტი. 2022. 20:30

 

 

„გაშოროთ.ნაცმოძრაობის ყოფილ მაღალჩინოსან ყოფილ პატიმრებს კი საკმარისი თანხები აქვთ გადანახული უდარდელი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. დროა ამ მხრივ კანონმდებლობა გადაიხადოს და ამ საკითხით შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდნენ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„სასჯელს როცა მოიხდის ადამიანი, მის მიმართ საზოგადოებას პრეტენზია აღარ უნდა ჰქონდეს. ეს მანამ, სანამ პოლიტიკისკენ არ გაიწევს, თუ მას მძიმე დანაშაულებში მიუძღოდა ბრალი.

 

ერთი არ მესმის ჟურნალისტების, ციხის კარებთან, როცა პირი იჯდა მძიმე დანაშაულებისთვის, ჟურნალისტმა რატომ უნდა ჰკითხო, წავა თუ არა პოლიტიკაში, ან მისი აზრი პოლიტიკურ თემებზე მედიისთვის რატომ უნდა იყოს საინტერესო. თუმცა, ოპოზიციის მედიაა და მოსინჯეს.

 

თითქმის 10 წელი ცოტა არაა. თუმცა, სააკაშვილის დროს იმავე დანაშაულებზე 110-ს მიუსჯიდნენ. ფაქტი ერთია, რომ დღევანდელი ციხეებიდან წონაში მომატებულები გამოდიან. მოიძიეთ მანამდელი კადრები, ჯანმრთელი ხალხი, რა მდგომარეობაში გამოდიოდნენ. ეს მის საქმიანობასაც ეხება.

 

ამის მიუხედავად, ღმერთმა ყველას გაშოროთ.ნაცმოძრაობის ყოფილ მაღალჩინოსან ყოფილ პატიმრებს კი საკმარისი თანხები აქვთ გადანახული უდარდელი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. დროა ამ მხრივ კანონმდებლობა გადაიხადოს და ამ საკითხით შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდნენ“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner