logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
- +

1 მარტი. 2022. 20:38

 

 

„ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტსა მეტსოლამ განაცხადა.

 

„ვაღიარებთ უკრაინის ევროპულ პერსპექტივას. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, მივესალმებით უკრაინის განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე და ვიმუშავებთ ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ გვინდა და ვალდებულები ვართ, მომავალს ერთად შევხვდეთ“, - განაცხადა მეტსოლამ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს ხელი მოაწერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner