სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. შეხვედრის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა Twitter-ზე გააკეთა.
„ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და გამძლეობას ამ რთულ დროს. მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ჰიბრიდული საფრთხეებს სფეროში“, - წერს ფონ დერ ლაიენი.