„ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
„მოგეხსენებათ, უკიდურესად მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ევროკავშირს ძალიან მკაფიო, მტკიცე და ერთიანი პოზიცია აქვს. საქართველოსთან მეგობრები და პარტნიორები ვართ. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. მოგეხსენებათ ჩემი პერსონალური ჩართულობა საქართველოში. მხარი დავუჭირე ძალისხმევას სტაბილურობისთვის, ეკონომიკური რეფორმებისა და დემოკრატიული რეფორმებისთვის. ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან ერთად მკაფიო პოზიცია გვაქვს: გვსურს ვაჩვენოთ ჩვენი მკაფიო და კონკრეტული მხარდაჭერა. ჩვენ გამოვავლინეთ მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რომელზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ. ამ უკიდურესად რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ერთად ვიყოთ და დავაფიქსიროთ მკაფიო მხარდაჭერა საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირები ძალიან ხელშესახებია საქართველოში ხალხისთვის“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.