logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი ნიკორწმინდის ტაძრის 1000 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას ესწრება
- +

7 აგვისტო. 2016. 11:57


რაჭაში,  ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე ღონისძიებებით აღინიშნება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრება. პრემიერთან ერთად იმყოფებიან კულტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, მიხიელ გიორგაძე და ოთარ დანელია.


წირვას საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარიქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.


რაჭა, ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში,  7 აგვისტოს, 10:00 საათზე, ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო ლიტურგიას კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს. 14:00 საათზე, ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის ადგილის კურთხევა მოხდება; 18:00 საათზე, რაჭის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება; 19:00 საათზე კი, საზეიმო ღონისძიებები გალა კონცერტით ქ. ამბროლაურში დასრულდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები ნანი ბრეგვაძე, ანიტა რაჭველიშვილი, თეონა დვალი, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, გიორგი გაგნიძე, რამაზ ჩიკვილაძე, ანზორ ხიდაშელი, გიორგი ცაგარელი და ანსამბლი „შვიდკაცა". გალა-კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით,  Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. საღამოს მსახიობი კახა მიქიაშვილი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი გაუძღვებიან.


პრესცენტრის ინფორმაციით, ღონისძიებები საქართველოს საპატრიარქოსა და ნიკორწმინდის ეპარქიის ორგანიზებით და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქ ამბროლაურისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით იმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner