logo_geo
eng_logo
რუმინეთის პრეზიდენტი: ჩვენი ქვეყანა არ იქნება ჩათრეული უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში
- +

1 მარტი. 2022. 21:06

 

 

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა იმ მოქალაქეებს მიმართა, რომლებსაც მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტის შესაძლო შედეგები აშფოთებთ. „არც ერთ რუმინელს არ უნდა აღელვებდეს თავისი ან თავისი ოჯახის უსაფრთხოება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

„მინდა მკაფიოდ განვაცხადო: რუმინეთი არ იქნება ჩათრეული უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში! უფრო მეტიც, გარწმუნებთ, რომ, მთავრობასთან, რუმინეთის პარლამენტთან და ჩვენს საერთაშორისო მოკავშირეებთან ერთად, მივიღებ აბსოლუტურად ყველა აუცილებელ ზომას რუმინეთის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner