logo_geo
eng_logo
დიანა ლიპარტელიანი: უკრაინა გაიმარჯვებს, მაგრამ აი, ამ თავს სვავებმოხვეულ ქვეყანას რა ეშველება, მართლა მაფიქრებს
- +

1 მარტი. 2022. 21:35

 

 

„ახლა, ამ ცხელ საერთაშორისო მდგომარეობის დროს ითხოვენ მთავრობის გადადგომას! რა არ მინახავს 90-იანებიდან მოყოლებული, მაგრამ ასეთი უპასუხისგებლო მოთხოვნა, მართლა იშვიათად მახსენდება!“ - ამის შესახებ ჟურნალისტი დიანა ლიპარტელიანი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს.

 

 „დღეს რამდენიმე ადამიანმა მითხრა, საღამოს პარლამენტთან მივდივარ უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე, აპოლიტიკური აქციააო.

 

ახლა ვადევნებ თვალს ამ აქციას. აპოლიტიკური კი არა, რომ ჩაიგდეს ხელში მიკროფონი ოპოზიციის "ნათელმა სახეებმა" არც ერთი სამოქალაქო აქტივსიტი არ გაუკარებიათ ახლოს. და რაც მთავარია! იხოვენ  მთავრობის გადადგომას. ახლა, ამ ცხელ საერთაშორისო მდგომარეობის დროს ითხოვენ მთავრობის გადადგომას!

 

რა არ მინახავს 90-იანებიდან მოყოლებული, მაგრამ ასეთი უპასუხისგებლო მოთხოვნა, მართლა იშვიათად მახსენდება! მსგავსი მოთხოვნის დაყენება, მე ვფიქრობ, არის ქვეყნის არევის დაუოკებელი სურვილის გამოვლენა და უდიდესი ბოროტება! ბოროტებაა, იმიტომ რომ არც ერთ გამომსვლელს არ აქვს აზროვნების და განათლების პრობლემა, პირიქით! შესაბამისად, კარგად იაზრებენ იმ ბოროტებას და მავნებულ მოთხოვნას, რასაც აყენებენ.

 

უკრაინა გაიმარჯვებს, მაგრამ აი, ამ თავს სვავებმოხვეულ ქვეყანას რა ეშველება, მართლა მაფიქრებს... ბეწვის ხიდზე გავდივართ და მართლა მაშინებს ეს პროცესები...“, - წერს დიანა ლიპარტელიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner