logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ევროპული ქვეყნების პრეზიდენტები ყველანაირად ცდილობენ, რომ სამხედრო კონფრონტაციაში არ შევიდნენ, ჩვენი ქმედება სრულ თანხვედრაშია ამასთან
- +

1 მარტი. 2022. 21:59

 

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და მათი უსაფრთხოება. მაგრამ მოხალისეობა სწორედ მათ ნებაზე არის დამოკიდებული და მათი გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების მხრიდან წახალისებული“, - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისადმი სრულ თანხვედრაშია ევროპული სახელმწიფოების მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან.

 

„დღეს თვალი გადავავლე ევროპული სახელმწიფოების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულებას, იგივე სამხედრო დახმარების კუთხით რა ნაბიჯები არის გადადგმული, თუნდაც იგივე მოხალისეების გამგზავრებასთან დაკავშირებით. მინდა მედიას ვთხოვო - გააშუქეთ ეს ყველაფერი, როგორ განმარტებას აძლევენ ამას ევროპული ქვეყნების პრეზიდენტები და ყველანაირად ცდილობენ, რომ სამხედრო კონფრონტაციაში არ შევიდნენ ამ სიტუაციაში. ხაზს უსვამენ, ძალიან მკაფიოდ აფიქსირებენ, რომ ეს იქნება უკვე სამხედრო კონფრონტაციაში შესვლა და ისინი ყველანაირად სოლიდარულები და მხარდამჭერები არიან უკრაინის და ჰუმანიტარული კუთხით გადადგმული ნაბიჯები მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი ქმედება სრულ თანხვედრაში არის ამასთან. მოხალისეობის ინსტიტუტი სწორედ ამას წარმოადგენს, რომ ადამიანები, ვისაც სურვილი აქვთ, საკუთარი ნებით მიდიან და იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა სახის მოქმედებაში. როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ქვეყანა რაღაცნაირად ხელოვნურად იყოს ჩართული სამხედრო კონფრონტაციასა და იმ აგრესიაში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარეობს? ქვეყანა, რომელიც არის ოკუპაციის ქვეშ და ამ ფონზე ნებისმიერ წუთს აქვს საფრთხე“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner