ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა ქალაქ შარლერუაში პოლიციელებზე თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
„თავდაპირველი მონაცემები ცალსახად ტერორიზმზე მიუთითებს", - განაცხადა მიშელმა.
„მაჩეტეთი" შეიარაღებული მამაკაცი ალაჰის სადიდებელი სიტყვების წარმოთქმისას პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხა. სამართალდამცველებმა ექსტრემისტს ცეცხლი გაუხსნეს, რომელიც მიღებული ჭრილობებისგან ადგილზევე გარდაიცვალა.
თავდასხმის შედეგად დაშავებული პოლიციის თანამშრომლები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.