logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის საქართველოს პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია
- +

1 მარტი. 2022. 22:00

 

 

„ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის საქართველოს პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია“,- ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 

„მე გუშინ შევხვდი აშშ-ის ელჩს, რომელიც ვაშინგტონში იმყოფებოდა. ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს პოზიციები და ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გადადგან არსებული საფრთხეების მინიმიზაციისთვის და ამ კრიზისული სიტუაციიდან ღირსეულად გამოსვლისთვის, რათა არ დაზიანდეს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური კურსი. მან მადლობაც გადაგვიხადა თანმიმდევრული, მკაცრი პოზიციისთვის, რომელსაც გამოვხატავთ უკრაინისთვის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის კუთხით. იგივე განაცხადა ბორელმა ჩემთან საუბარში და საჯაროდაც, რომ საქართველო არაა დავიწყებული. გვქონდა ასევე საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრთან, ევროკავშირის პრეზიდენტთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, და ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ზუსტი, გაწონასწორებული და ისეთი, როგორიც უნდა იყოს ჩვენი საფრთხეების მქონე ქვეყანაში. ჩვენ ვართ მათთან სრულ კოორდინაციაში და მათგან გვაქვს ურყევი, მყარი და სოლიდური მხარდაჭერა“, - აცხადებს ზალკალიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner