logo_geo
eng_logo
ახლა არა კამერების წინ კეკლუცობის, არამედ ნამდვილი პოლიტიკის დროა - დავით ჩიხელიძე
- +

1 მარტი. 2022. 22:10

 

 

„პოლიტიკა სიფრთხილის, პრაგმატულობის და კომპრომისების უმაღლესი ხელოვნებაა, რომელსაც ყველა სათანადოდ ვერ ფლობს, აღნიშნულის ნათელი მაგალითია ზელენსკი, რომლის ნაბიჯებიც პოპულისტური, არათანმიმდევრული და ემოციით ნაკარნახევია, სხვას რას მივაწეროთ საქართველოდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, რომელსაც გამართლება არ აქვს!“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, უკრაინის მხრიდან საკუთარი ელჩის საქართველოდან გაწვევა წინასწარ დაგეგმილი სცენარის ნაწილია:

 

„აბა, თუ იცით უკრაინაში მსოფლიოს რამდენმა ქვეყანამ გაგზავნა საკუთარი სამხედროები, ან მოხალისეები? არც ერთმა. რამდენი ქვეყანა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს? რამდენიმე ათეული. რამდენი ქვეყნიდან გაიწვია უკრაინამ ელჩი? მხოლოდ საქართველოდან. არის თუ არა ეს წინასწარ დაგეგმილი სცენარის ნაწილი? ვფიქრობ რომ კი.

 

პოლიტიკოსმა იცის, რომ უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა ღია ომში საქართველოს ჩართვას ნიშნავს, ანუ საქართველო იქნება მხარე, რომელიც იბრძვის, რაც რუსეთს საქართველოში სამხედრო ინტერვენციის განხორციელების უფლებას მისცემს. მზად ვართ რუსეთთან ომისთვის? გვინდა განადგურებული თბილისი? განადგურებული საქართველო? რომელიც დამერწმუნეთ ფენიქსივით ვერ აღდგება, ჩვენი ქვეყანა მეორე 90-იან წლებს ვეღარ გაუძლებს! 2008 წელს კარგად ვნახეთ პოპულისტურმა განცხადებებმა რა შედეგამდე მიგვიყვანა, ახლა არა კამერების წინ კეკლუცობის, არამედ ნამდვილი პოლიტიკის დროა!

 

პ.ს. ვიცოდეთ წარსული. 1993 წელს ბორისპოლის აეროდრომზე მისულ 1000-ზე მეტ ადამიანს უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოში წამოსვლის უფლება არ მისცა. ამის გამო ვერავის გავაკრიტიკებთ, რადგან ეს გონივრული გადაწყვეტილება იყო“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner