logo_geo
eng_logo
ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა
- +

1 მარტი. 2022. 22:16

 

 

„ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რომ დღეს საშუალება მომეცა შევხვედროდი ურსულა ფონ დერ ლაიდენს და შარლ მიშელს. ორივესთან მქონდა ძალიან მეგობრული საუბარი და იმის მოსმენა მინდოდა, რომ დღევანდელ დღეს, იმის მიუხედავად, რომ დღეს ყველას ყურადღების ცენტრშია უკრაინა, უკრაინაში განვითარებული ძალიან მძიმე მოვლენები და სოლიდარობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ამ დროს, საქართველოს მდგომარეობა არ არის  მივიწყებული. ჩვენ აქ ვართ და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს საქართველოს გზა ევროპისკენ, რომ ჩვენ ყველა ის ზომა და რეფორმა გავატაროთ, რაც აუცილებელია.

 

დღეს ახალი მოვლენები და ახალი გარემო ჩვენი და სხვა ასოცირებული ქვეყნების მომავალს ახალ პერსპექტივას მისცემს, მაგრამ ამისთვის ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველო და ევროკავშირი პარტნიორები არიან და მჭიდროდ თანამშრომლობენ.              

 

„ჩვენ ძალიან რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ევროკავშირს ძალიან ნათელი, ძლიერი და ერთიანი პოზიცია აქვს და გვჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრებისთვის.

 

თქვენ იცით საქართველოში ჩემი პირადი ჩართულობის შესახებ, როცა ძალისხმევა არ დავიშურე მხარე დამეჭირა იმ დადებითი მცდელობისთვის, რომელიც მიმართული იყო სტაბილურობის, ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმებისაკენ.

 

ჩვენ, ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან ერთად, ძალიან მკაფიო ვართ -  ჩვენ გვინდა ჩვენი ნათელი კონკრეტული მხარდაჭერის დემონსტრირება ყველა მცდელობის შესანარჩუნებლად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ყველა კავშირის გასაძლიერებლად.

 

ჩვენ განვსაზღვრეთ რა არის ის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რომლებზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ და რომლის ერგულნიც ვიქნებით, რადგან ამ ძალიან რთულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ერთად დგომა, ძალიან ნათელი მხარდაჭერის მესიჯის გამოხატვა საერთაშორისო სამართლის მიმართ. საერთაშორისო  პრინციპები, მულტილატერალიზმი, გაეროს ქარტიის პატივისცემა -  ეს მნიშვნელოვანი პრონციპებია.

 

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ კონრეტული პროგრესი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ძალიან ხილული და ძლიერი კავშირები ხელმისაწვდომი იყოს ქართველი ხალხისთვის“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner