„როდესაც ადამიანები არიან გასაჭირში, როდესაც მათ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ომი, როდესაც მიმდინარეობს ძალიან ძლიერი დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც, სამწუხაროდ საქართველოშიც არის გაჩაღებული, შესაძლოა ამ განცხადებების მომზადებაზე ამან გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს“, - ასე გამოეხმაურა რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩის გაწვევაზე საუბრისას გააკეთა.
„გავაგრძელებთ მთელ რიგ დადებით ქმედებებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად ახორციელებს უკრაინასთან მიმართებაში“, - განაცხადა ბრეგაძემ.
„სასწრაფოდ გამოვიწვევთ ელჩს საქართველოდან იმ მოხალისეებისთვის ბარიერის შექმნის გამო, რომლებსაც სურთ დაგვეხმარონ, ასევე სანქციების მიმართ ამორალური პოზიციისთვის“, - განაცხადა დღეს უკრაინის პრეზიდენტმა.