logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: როდესაც ადამიანები არიან გასაჭირში, როდესაც მათ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ომი და ძალიან ძლიერი დეზინფორმაციული კამპანია, შესაძლოა მათი განცხადებების მომზადებაზე ამან გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს
- +

1 მარტი. 2022. 22:19

 

 

„როდესაც ადამიანები არიან გასაჭირში, როდესაც მათ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ომი, როდესაც მიმდინარეობს ძალიან ძლიერი დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც, სამწუხაროდ საქართველოშიც არის გაჩაღებული, შესაძლოა ამ განცხადებების მომზადებაზე ამან გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს“, - ასე გამოეხმაურა რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩის გაწვევაზე საუბრისას გააკეთა.

 

„გავაგრძელებთ მთელ რიგ დადებით ქმედებებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად ახორციელებს უკრაინასთან მიმართებაში“, - განაცხადა ბრეგაძემ.

 

„სასწრაფოდ გამოვიწვევთ ელჩს საქართველოდან იმ მოხალისეებისთვის ბარიერის შექმნის გამო, რომლებსაც სურთ დაგვეხმარონ, ასევე სანქციების მიმართ ამორალური პოზიციისთვის“, - განაცხადა დღეს უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner