logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ჩვენი ხალხი მალე დაინახავს, თუ რა მასშტაბის კატასტროფას აგვარიდა პრემიერის გონივრულმა გადაწყვეტილებებმა
- +

1 მარტი. 2022. 22:20

 

 

„აქტიურად ვადევნებ თვალს, როგორც საქართველოში, ასევე, უკრაინასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ფაქტია, შექმნილი სიტუაცია რთულია და ის არათუ ყოველდღიურად, არამედ, ყოველწამიერად მძიმდება“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევას ვერ ან არ ხვდებიან:

 

„მსოფლიო ერთგვარ ტურბულენტურ ზონაში, მუდმივი რყევების რეჟიმში იმყოფება, დღეს წინა პლანზე ნამდვილი პოლიტიკა და სიფრთხილე დგას. ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, სწორედ პოლიტიკის სწორ წარმართვაზეა დამოკიდებული. ირაკლი ღარიბაშვილის ურთულეს დროს უწევს ლიდერის ტვირთის ტარება. ქვეყანას ჰყავს როგორც გარე, ასევე, შიდა მტერი. ცხვრის მიღმა უამრავი მგელი იმალება, რომელიც მზად არის მტერს ქვეყანაში შემოუძღვეს. არ მეგონა შულავერის კომიტეტი ისევ თუ არსებობდა. ვუყურებ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და ვრწმუნდები, რომ ისინი შულავერის კომიტეტის იდეოლოგიური მემკვიდრენი და თანამოაზრენი არიან, რომლებიც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევას ვერ/არ ხედავენ. ჭეშმარიტებას, მრავალი მტერი ჰყავს, მაგრამ მასთან ყველა მარცხდება. ის, რაც უკრაინაში ხდება და რაც მოხდება, ჩვენი ხალხი მალე დაინახავს, თუ რა მასშტაბის კატასტროფას აგვარიდა პრემიერის გონივრულმა გადაწყვეტილებებმა“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner