logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: პრემიერი კოალიციის წევრებს შორის კონსულტაციების რეჟიმშია
- +

7 მარტი. 2016. 23:57


უმრავლესობის ლიდერის მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ პარტიებთან მუდმივი დიალოგის რეჟიმში იმყოფება, რაც ქვეყნის ძირითადი ფასეულობებეისა და მიმართულებების განსაზღვრას ემსახურება.


„ქვეყნის პრემიერი კოალიციის წევრებს შორის კონსულტაციების რეჟიმშია, რათა საზოგადოებას აზრთა მრავალფეროვნებასთან ერთად, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში ერთობაც ვაჩვენოთ, როგორიცაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეროვნული ღირებულებები, უსაფრთხოება, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება. რესპუბლიკელებთან ერთად საკმაოდ მძიმე ბრძოლები გამოვიარეთ. პოლიტიკაში 100 %-ით გარანტირებული არაფერია. გარკვეული გადაადგილებები გამორიცხული არაა, მაგრამ ამ ეტაპზე ამის წინაპირობა არ ჩანს." - განაცხადა ვოლსკიმ გადაცემაში 2030 და კონსტიტუციაში, ქორწინებასთან დაკავშირებით შესატან ცვლილებაზეც ისაუბრა:


„მაშინ, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ საკითხზე საუბარი დაიწყო, დღესდღეობით განხილული ფორმულირების ინიციატორი სწორედ რესპუბლიკური პარტია იყო. ასე რომ, კოალიციაში არსთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. რესპუბლიკელები ფიქრობენ, რომ განხორციელების ტაქტიკა აუცილებელი არაა, რადგან მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციაშიც და სამოქალაქო კოდექსშიც ეს თემა ნათელია. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ საკითხი ნათელი არაა. ეს ჩვენი ნოუჰაუ არ არის. ევროპის ბევრ ქვეყანაში სწორედ ასეთი ფორმულირებაა მიღებული."-  განაცხადა უმრავლესობის ლიდერის მოადგილემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner