პაკისტანის სამხრეთ ნაწილში, პროვინცია სინდიში ძლიერი წვიმების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, 14 ადამიანი დენის დარტყმის და ქალაქ კარაჩში ადმინისტრაციული შენობის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა.
სინოპტიკოსების ვარაუდით, უამინდობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.