„ამოცანა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, უკვე თვალხილული პროცესია. პირველი: როგორმე გამოიყვანონ საქართველოს ხელისუფლება იმ კოალიციიდან, სამეგობროდან, რომელიც სწორ პოზიციაზე დგას და მეორე: მინიმუმ ეკონომიკური დარტყმა მიაყენოს [ქვეყანას] რუსეთის ხელით, რომელსაც სტრატეგიული ობიექტები გადასცეს და მაქსიმუმ, იქნებ როგორმე სამხედრო აგრესია გამოიწვიონ საქართველოს მიმართ“, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საკანონმდებლო ორგანოში ევროკავშირთან დაკავშირებულ რეზოლუციაზეც ისაუბრა.
„ჩვენ თუ ვითხოვთ ევროკავშირს, აბსოლუტურად სხვა არის მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ უშველებელი გაჭირვების წინაშე დგას საქართველო და დღეს ეუბნებიან, რომ უნდა დაეტაკოს ხმალამოღებული იმ ტანკს, რომელიც პირდაპირ მასზე დამიზნებული. ეს არის მიზეზი, რის გამოც ევროკავშირს მიმართავთ, რის გამოც რეზოლუცია მივიღეთ, რომ დაჩქარებული წესით განიხილონ ჩვენი საკითხი“, - განაცხადა ვოლსკიმ.