logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა თანხმდება, რომ საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისადმი დასაფასებელია
- +

1 მარტი. 2022. 23:18

 

 

„ზელენსკის გადაწყვეტილება ძალიან არათანმიმდევრული იყო, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ საქართველო დღეს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებით ეხმარება უკრაინას“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

„ეს არის ჩვენი ვალდებულებაც და პასუხისმგებლობაც. შალვა პაპუაშვილის ინიციატივით პარლამენტის სხდომა დღეს გაიხსნა უკრაინის ჰიმნით. ინტენსიურად ვახორციელებთ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ეს არის, ჩვენი ხალხისა და უკრაინელი ხალხის წინაშე რა პასუხისმგებლობაც გვაქვს, ამას მომავალ დღეებშიც აქტიურად გავაგრძელებთ. უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს როლს კარგად ხედავენ და აფასებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ჩვენ მოვისმინეთ კელი დეგნანის, შარლ მიშელის შეფასებები და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა თანხმდება, რომ საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისადმი დასაფასებელია“, - ამბობს რატი იონათამიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner