„პოლიცია თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სახელმწიფოს?! ჰოდა დღეიდან დაიმახსოვრე - პოლიცია წარმოადგენს სახელმწიფოს! და შენ სახელმწიფოს ემუქრები. მანდ შეკრებილთ პარლამენტის შენობაში შესვლაც გაქვთ ფიქრად და ფრთხილად იყავით, ძალიან ფრთხილად...დღეს სახელმწიფოსთან თქვენი ჭიდაობა უკვე წაგებული ომია“, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი დღევანდელ საპროტესტო აქციაზე მიშა მშვილდაძის გამოსვლას, რომელიც პოლიციას დაემუქრა, რომ თუ მათ დაპატიმრებას გააგრძელებენ, „დედას უტირებენ“.
„საქართველოს პოლიცია არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი, სპეციალური, პოლიციური და გასამხედროებული დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. დიახ, პოლიცია ემსახურება ხალხს და ახორციელებს ჩვენი და მათ შორის შენი მსგავსი ადამიანების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვას. სადმე ტრიბუნას თუ დაინახავ, რომ მივარდები და გადმოდგები შე უბადრუკო, ვის ემუქრები?! არ იცი, რომ პოლიცია თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სახელმწიფოს?! ჰოდა დღეიდან დაიმახსოვრე - პოლიცია წარმოადგენს სახელმწიფოს! და შენ სახელმწიფოს ემუქრები. მანდ შეკრებილთ პარლამენტის შენობაში შესვლაც გაქვთ ფიქრად და ფრთხილად იყავით, ძალიან ფრთხილად... დღეს სახელმწიფოსთან თქვენი ჭიდაობა უკვე წაგებული ომია, ფრთხილად!“ - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.